Unm Foxes

...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული გუნდი “მელიები”.

ჩვენს შესახებ

...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული გუნდი “მელიები” არის ადგილი, რომელიც დატვირთულია მიზანდასახული, მოტივირებული და პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებით.

ეს ახალგაზრდული გუნდი შეიქმნა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქვეყნის გაძლიერებაში, რადგან სწორედ ჩვენ, ახალგაზრდები წარმოვადგენთ ქვეყნის მთავარ ძალას. ჩვენი გუნდი სავსეა საოცარი პოზიტივით. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველდღიურად ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობს და არსებული შედეგით არ კმაყოფილდება.

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი გუნდის წევრებს უსაზღვრო შესაძლებლობას, სადაც თითოეულ მათგანს აქვს საშუალება მუდმივად გაიზარდოს როგორც პიროვნულად, ასევე კარიერულად. ჩვენთან მიიღებთ ბევრ საინტერესო გამოცდილებას, პირადად შეხვდებით პარტიის ლიდერებს და მათთან ერთად დაგეგმავთ ბევრ საინტერესო პოლიტიკურ აქტოვობებს. ახლა უკვე თქვენ გახდებით პოლიტიკური ამინდის შექმნის უშუალო მონაწილენი თქვენთვის საყვარელ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული გუნდი “მელიები” ეძებს ადამიანებს , რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკა მათი მომავალია , არიან მოტივირებულები, აქვთ ლიდერული უნარ-ჩვევები და არ ეშინიათ გამოწვევების.

შემოგვიერთდით!

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში

...

დღის სხვა სიახლეები

...




გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები:

შოთი ჯომიდავა picture

✨გაიცანით შოთი✨

...
შოთი ჯომიდავა ჩვენი გუნდის აქტიური წევრია, ის ნათელი მაგალითია ერთგულების და გუნდური ბრძოლის.შოთი აფხაზეთიდან დევნილია და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი თუ რა რთულია როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დევნილების ღირსეულად ცხოვრება უზრუნველყოს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, სწორედ ამიტომ მისი მთავარი პრიორიტეტი დევნილების უფლების დაცვა და მათ შესაბამის გარემოში ცხოვრებააა. ასევე მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პრობლემებზე საუბარი და გადაჭრის გზების ძებნა.



ნიკა ბურჭულაძე picture

✨გაიცანით ნიკა✨

...
ნიკა ბურჭულაძე ძალიან დიდი ხანია იბრძვის ჩვენს გვერდით მხარდამხარ, ის არის დაუზარელი, მშრომელი და სამართლიანი. მას ძალიან ბევრჯერ აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი სახემწიფოს უსამართლო მიდგომა და სისტემის ხარვეზები . ბევრჯერ გამხდარა უკანონო ადმინისტრაციული პატიმრობის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატავდა პროტესტს.სწორედ ამიტომ ნიკას მთავარი პრიორიტეტი არის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა ქვეყნააში და აქტიურად მუშაობს მსგავს საკითხებზე.



თორნიკე ნაცარაშვილი picture

✨გაიცანით თორნიკე✨

...
თორნიკე ნაცარაშვილი მელიების ღირსეული წევრია, მან უკომპრომისო და აქტიური მონაწილებით ქართულ პოლიტიკირ ცხოვრებაში ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო დასაყრდენია გუნდში.თორნიკე უკვე წლებია ფლობს და ატარებს სხვადასხვა ავტო სატრანსპორტო საშუალებას და ყველაზე კარგად იცის თუ რა ქაოსია ამ მხრივ ქვეყანაში.სწორედ ამიტომ თორნიკეს მთავარი საფიქრალი და საზრუნავი არის სატრასნპორტო რეფორმა რისთვისაც აქტიურად მუშაობს და ცდილობს უკეთესობისკენ შეცვალოს თითოეული მძღოლოს გარემო საქართველოში.



სალომე გაბიტაშვილი picture

✨გაიცანით სალომე✨

...
სალომე გაბიტაშვილი ჩვენი გუნდის სტაჟიანი წევრია, დიდი ხანია იბრძვის ჩვენს გვერდით ის სანდო და დასაყრდენი თანამებრძოლია, ის სწავლობს სამართალს და მისი მთავარი სურვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვააა.



მაკა შიუკაშვილი picture

✨გაიცანით მაკა✨

...
მაკა შიუკაშვილი დიდი ხანია ჩვენს გვერდით იბრძვის, ის სწავლობს თეატრალურზე და მისი მთავარი მოტივაციაა არსებობდეს ქვეყანაში ძლიერი, შემდგარი ,ყოველგვარი გავლენებისგან თავისუფალი კულტურის სფერო. სწორედ ამიტომ ის აქტიურად მუშაობს კულტურულ რეფორმაზე რათა ხელოვანი ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს ამ ქვეყანაში.



ნიკა კვარაცხელია picture

✨გაიცანით ნიკა✨

...
ნიკა კვარაცხელია ჩვენი გუნდის აქტიური წევრია, ის დიდი ხანია იბრძვის ჩვენს გვერდით და ბევრჯერ შეძლო საკუთარი თავის და შესაძლებლობების ღირსეულად წარმოჩენა.ნიკა სწავლობს სამართალს, მისი მიზანია ქვეყანაში შეიქმნას ისეთი ძლიერი სამართლებრივი ინსტიტუტები რომლებიც არ იქნებიან სისტემაზე ჩამოკიდებულები და ვერავინ ვერ შეძლებს მათზე ზეგავლების მოხდენას.



ქეთა ქობალია picture

✨გაიცანით ქეთა✨

...
ქეთა ჩვენი გუნდის სტაჟიანი წევრია, ის არის მაგალითი დაუღალავი ბრძოლის პატრიოტიზმის და მეგობრობის.ქეთა გახლავთ სოციოლოგია პოლიტოლოგიის სტუდენტი, მისი მთავარი მოტივატივაციაა შექმნას გარემო სადაც ბავშვთა უფლებები იქნება ყველაზე მაღალ დონეზე დაცული.



ანა შვანგირაძე picture

✨გაიცანით ანა✨

...
ანა საკმაოდ დიდიხანია იბრძვის ჩვენთან ერთად, აქვს უდიდესი ინტელექტუალური რესურსი, შეუძლია რთულ სიტუაციებში მიიღოს სწრაფი და მართებული გადაწყვეტილება.ანა არის საის ბაკავარმართლი, მისი მთავარი მოტივაციაააა ქვეყანაში არსებობდეს გამართული ინსტიტუტები და დამოუკიდებელი სასამართლო.



კონტაქტი

...



შეცდომა! შეტყობინების გასაგზავნად შეავსეთ ყველა ველი...

შეცდომა! ელ.ფოსტა არასწორადაა მითითებული...

შეტყობინების გაგზავნა

...

სახელი და გვარი:

ელ.ფოსტა:

დაწერეთ შეტყობინება:

საკონტაქტო ინფორმაცია

...